დიდი თონეთი

30.06.2020

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კარგა ხანია, თავის მოკვლა მინდა. ერთი ოცი წელია. მაგრამ დრო ვერ გამოვძებნე – გათენებიდან მზის დაბრეცამდე ვშრომობ. ჰოდამ, ვერ მოვიცალე. განა ვხუმრობ შე კაცო, რა გაცინებს? მართლა მინდა თავის მოკვლა, მარა ამ სამუშაოს რა ვუყო? მივალ თოკთანა, ვფიქრობ აჰა, ჩამოვიკიდავ თავსა და ძროხა მომაბღავლებს, ეგ შენი კი არა, ჩემი თოკიაო. ჰოდა, ასე დავფიქრდი, რომ ცხოვრება არის შრომა და შრომა კიდევ სიკვდილის დავიწყება არის, სიკვდილისთვის არმოცლა. თორე წინ რა უდგას? ვერაფერი.
ხომ გითხარი, გიორგი აზრუმელაშვილი ვარ, სოფელ თონეთიდან. თუ არ გითხარი?!
ნუნუ აზრუმელაშვილი ვარ. გიორგის ცოლი ვარ, მაგან რომ თავის მოკვლა დააპირა, იქამდე კიდევ ორმოცი წელია, თუ მეტი არ არის. ერთმანეთი მაყვალზე გავიცანით, მერე მოგიყვები.
მე ამათი მეზობელი ვარ, ყაზბეგი გოგიჩაშვილი. ადრე გოგიჩაიშვილები ვიყავით, დიპლომში გოგიჩაშვილი მიწერია. ჩემი სურათი რო განახო ახლა, ვერ მიცნობ, მე ვარ თუ არა – ულამაზესი ტანი და რგვალი პირ-სახე მქონდა. მეტრა ოთხმოცდაათი უტოლიდა სიმაღლე – ახლა, რა – ოთხმოცდამესამეში ვარ. სიმაღლეში კი არა – წელში. მა მენგლისში გამიყიდია ნახშირი. ჰოდა, იცი რა ნახშირი? ვაჟა-ფშაველას სახლი რომ დაიწვა, იქ ეყარა ნახშირი. ჭირდა კაცო. პატარები ვიღავით, ვიპარავდით იმ ნახშირსა და
მანგლისში ვყიდდით. კაი იყო ნახშირი.

ambebsmigma.ge

ამბავი მეორე. სრულად მალე, პლატფორმაზე #ამბებსმიღმა
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #სოფლებიდაადამიანები #გზებზე #mobiphotography @ Didi Toneti Village