საფრანგეთი. მაზარინის ბიბლიოთეკა

29.01.2020

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მორიგი მნიშვნელოვანი ამბავი, ამჯერად პარიზიდან. დღეს საფრანგეთის უძველეს, მაზარინის ბიბლიოთეკას ვესტუმრეთ. ჩემმა კოლეგამ, ბიბლიოთეკის დირექტორმა იან სორდერმა გვიმასპინძლა. ჩემთან ერთად იყვნენ საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ლევან თაქთაქიშვილი. მოლაპარაკება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა : უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, აქ ახალი ქართული გამოცემების ფონდს შევქმნით და რაც უმთავრესია : ვნახეთ 1709 წელს დაბეჭდილი დავითნი (ვახტანგ მეექვსის სტამბა). ეს გამოცემა საქართველოში მხოლოდ დეფექტური ცალი ინახება. შეთანხმებისამებრ, ძალიან მალე გავაციფრულებთ ( საკმაოდ რთული, სარკისებური სკანერის მეშვეობით) და ისტორიული გამოცემა, ელექტრონული ფორმით, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება

#ეროვნულიბიბლიოთეკა #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze @ Bibliothèque Mazarine