ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი იხსნება

17.01.2020

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უდიდესი ნაბიჯი იმ მიმართულებით, საითაც ვისწრაფვით – ეროვნული ბიბლიოთეკა მსოფლიოს საუკეთესო ბიბლიოთეკათა რიგებში ჩადგეს.
ეს ფოლკლორის დარბაზია, რომელსაც ორშაბათს გავხსნით, ორ საათზე. კიდევ რამდენიმე ,,ორი” გათამაშდა გახსნის თარიღში – 2020 წლის 20 იანვარი. და საერთოდაც, ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო და ფონდ ,,ქართულ გალობასთან” და მეღვინეობა ,,შილდასთან” (ნანა გოთუას დიდი ჩართულობით) გაფორმებული მემორანდუმის შედეგად სრულიად უნიკალური შედეგი მივიღეთ. მათი მხარდაჭერით, ორწლიანი უდიდესი შრომის შედეგად სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა შენობის თანადროული (1912 წელი) უნიკალური კედლის მხატვრობა, რომელიც აღადგინეს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით. ჯადოსნური ჭერი, კიბე, ავეჯი – საოცარი, ისტორიული გარემო რომელიც დიდი საქმეებით დაიტვირთება: ფოლკლორის დარბაზში თავს მოიყრის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები. აქ განთავსდება ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის სხვა რეკვიზიტები. ასევე შეგროვდება ახალი მასალები. დარბაზში განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია. დაინტერესებული პირებისთვის კი მათთვის სასურველი დოკუმენტების და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი.
დარბაზს მუსიკოსი, ფოლკლორსტი დავით შუღლიაშვილი უხელმძღვანელებს.

#ეროვნულიბიბლიოთეკა #ფოლკლორისდარბაზი #ფონდიქართულიგალობა #შილდა #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze @ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia