ზედა ნიქოზი

05.11.2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მოგესალმებით. ამჯერად ნიქოზიდან 🙂
ცხინვალის და ნიქოზის ეპისკოპოსი, ჩემი მეგობარი მეუფე ისაია იშვიათი კაცია – საკუთარი მანქანა გაყიდა და სკოლის მოსწავლეებს ავტობუსი უყიდა, დიდებული სასწავლო ცენტრი მოაწყო და მახლობელ სოფლის ბავშვებს რას აღარ ასწავლიან იქ. ეს სოფლები ოკუპაციის ხაზთანაა, ხოლო ისაია საკუთარი ხელით გამოთლილი ჯვრით, ნამდვილი მაგალითია არაერთისთვის, უთქმელი სათქმელით – “მემსგავსეთ მე”
დღეს, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სასწავლებლის ეზოში ეს ლამაზი სკვერის ბიბლიოთეკა მოაწყო და ვატო როდონაიას (მისი დაბადების დღეა) ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეჰმატა.

#ეკვილიბრიუმი #ეროვნულიბიბლიოთეკა #littlelibrary #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze

მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი @ ზედა ნიქოზი