საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრის გახსნა

30.09.2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მორიგი დიდი და ისტორიული ამბავი ეროვნული ბიბლიოთეკისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის – დღეს საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრს გავხსნით. ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლების თავაუღებელი მუშაობის კიდევ ერთი ნაყოფი – იშხნის მონასტრის იატაკის ულამაზესი ასლი, კედლების აღდგენილი მხატვრობა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ოთახები – საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება, ფონდებისა და კატალოგების ორგანიზებისა და დაცვის განყოფილება, დაკომპლექტების განყოფილება, კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის განყოფილება.
მოკლედ, გილოცავთ! კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით!
#ეროვნულიბიბლიოთეკა #giorgikekelidze #გიორგიკეკელიძე