28.01.2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.


დენვერში მოულოდნელად მოთოვა, ქარბუქითა და ამერიკული სიფრთხილით – ქუჩაში ძნელად გვიშვებენ. ამიტომაც დროს ვიხელთებ და მცირე ანგარიშს ჩაგაბარებთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩემს თანამშრომელბთან, ლევან თაქთაქიშვილთან და მაია სიმონიშვილთან ერთად ვიმყოფები, ეს საქმეები ვქმენით:
1) ნიუ–იორკში, ქვინსის ბიბლიოთეკაში გავხსენით ქართული ბიბლიოთეკა. ნიუ–იორკშივე შევხვდით ქართველოლოგ პიტერ სკინერს, რომელიც შესაბამისი მემორანდუმის შემდეგ საკუთარ უნიკალურ ბიბლიოთეკას გადმოგვცემს
2) გავემრთეთ ქალაქ ალბანოში და შევხვდით ქართველი დისიდენტის და უფლებადამცველის ვალერი ჭალიძის მეუღლეს, ლიზას. ჭალიძის უნიკალური არქივი მალე საქართველოში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას
3) წავედით ვაშინგტონში. შევხვდით კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორი კარლა ჰაიდენს მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას წიგნთა გაცვლის შესახებ. ხელშეკრულება მალე გაფორმდება და კონგრესის ბიბლიოთეკა, რეგულარულად, პირველად მომარაგდება ქართული წიგნებით. შევხვდით სმითსონის ინსტიტუტის წარმომადგენლობას და დავსახეთ სამომავლო გეგმები
4) გავეშურეთ კოლორადოში, დენვერში. პატარა ქალაქ ავრორაში შევხვდით, ცნობილი ქართველი ემიგრანტის ალექსანდრე მანველიშვილის შთამომავლებს. გადმოგვეცა მემუარები, მიმოწერა, გამომცემები, ფოტო–ალბომები (სტამბოლის, პარიზისა და ამერიკის პერიოდები ემიგრაციის არაერთი წევრის სურათებით), გამომცემლობის სასტამბო აღჭურვილობა. ვიქტორ ნოზაძის, გიორგი წერეთლის, ლეო კერესელიძის პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი.
ეს იყო, რაც იყო. ხვალ თუ კარგი ამინდი იქნება, წამოვალთ, თითქმის სამდღიანი გზა გვაქვს წინ:)
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze