26.12.2018

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

–ხელის თხოვნა. წელიწადის დროები–
მე არ ვესწრებოდი შენი თვალების გაზაფხულს, როცა ის ამწვანდა და სხვა ქარები აშრიალებდნენ. მე მოვედი ცოტა გვიან, ოღონდ არავის ნაკვალევზე. სულ სხვა გზით მოვედი და მინდა ადრე, მომავლისთვის მონაგონი განაჩენი გაგიმეორო: შენი მწვანე თვალების შემოდგომა მინდა ვიყო – ერთად მინდა მოკვდეთ ზამთარში.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze giorgi kekelidze #წერილებიშენ წერილი მეხუთე