წერილი სკოლა ქიაჩიდან

06.09.2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

#გიორგიკეკელიძე : არაფერი ახარებს ავტორს ისე, როგორც ასეთი წერილები. ამ აზრით ალბათ ძალიან გამიმართლა. დღეს კიდევ ერთი წერილი მივიღეთ წალენჯიხიდან სკოლა ქიაჩიდან და გამომგზავნის სურვილით ვაქვეყნებთ : ,,გამარჯობა,გიორგი მე ქართულის მასწავლებელი ვარ…ვასწავლი მეექვსეკლასელებს..შარშან განახორციელეთ პროექტი,,ერთად ვიკითხოთ წიგნები”.საბავშვო ბიბლიოთეკასთან გავაფორმეთ მემორანდუმი,რომლის ფარგლებში არაერთი წიგნი წავიკითხეთ…ჩვენი ბავშვები დაინტერესდნენ თქვენი შემოქმედების გაცნობით…ყველა ერთად ვთვლით,რომ თქვენი ,,თომას ზღაპრები”და ,,გურული დღიურები”მართლაც საოცარი წიგნებია…. ჩვენ ძალიან გვიყვარს თქვენი პერსონაჟები,თქვენ მიერ ასე შთამბეჭდავად დახატული სამყარო…ერთ გაკვეთილზე ,,ბავშვთა ქალაქი”დავხატეთ კიდევაც…პატარა თხზულებები დავწერეთ ბებიებზე… გიორგი,პირადად ჩემი დიდი თხოვნაა,რომ ეს ბავშვები გაგეცნონ…გარწმუნებთ,რომ ძალიან უყვარხართ და გულისფანცქალით ელოდებიან შეხვედრას…ძალიან გთხოვ,მოგვწერო როდის და სად შევძლებთ შეხვედრას.” აუცილებლად მოვალ!