ბარსელონაში დედა და ილიას ქართული წიგნის წარდგენა გაიმართება

15.01.2025
1 თებერვალს, SEAT – ის სახლში, ბარსელონაში #დედაილია – ს ქართული წიგნის წარდგენა გაიმართება, ესპანურს კი უდიდესი მედია-ჰოლდინგი, Grupo Planeta, გამოსცემს მაისში.
მადლობა ქართულ ემიგრაციას ამგვარი ინტერესისთვის – შეხვედრის დაანონსებიდან ზუსტად ერთ საათში 300 ადგილი დაიჯავშნა.
მადლობა Mako Samkharadze – ს ამ შესანიშნავი საქმის ორგანიზებისთვის.
ვეწვევი ბარსელონას ბიბლიოთეკასაც, სადაც უკვე გავაგზავნეთ ასობით უახლესი ქართული გამოცემა.