ნიდერლანდებში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

16.12.2024
დიდი საქმე – ნიდერლანდებში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა.
დიდი მადლობა ნიდერლანდების ქალაქებში მცხოვრებ ქართველებს, რომელთაც ATINATI – ის შესანიშნავ სივრცეში მოიყარეს თავი, სადაც კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ წიგნიერების მნიშვნელობა და მნიშვნელობა იმის, თუ რა ადგილი უჭირავს საქართველოს და მის კულტურას ევროპაში და რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული ცივილიზაციის ერთ მნიშვნელოვან ნაწილად ყოფნა.
გახსნას ,,ბიბლუსის” გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოზი ესწრებოდა.
ნიდერლანდებში ქართული ბიბლიოთეკის მხარდამჭერი Arveladze Foundation – ფონდი არველაძე და Shota Arveladze იქნებიან.
ეს Biblusi • ბიბლუსი – სა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება – ის მეექვსე ქართული წიგნის კუთხეა საზღვარგარეთ – ემპოლი (იტალია) , ვროცლავი (პოლონეთი) ,სტამბოლი (თურქეთი) , ერევანი (სომხეთი), კარლსრუე (გერმანია). ასევე, წელს, ჩვენი მოძრაობა ლიეტუვაში ქართული ბიბლიოთეკის გენერალური მხარდამჭერი გახდა და 2025 წელს არაერთ ევროპულ ქალაქში ვგეგმავთ მსგავსი სივრცის მოწყობას.