ახალი სიმღერები-ზღვის სიმღერა

მე ვიცი რატომ შფოთავს ზღვა,
რატომ აწყდებიან ნაპირს ტალღები
– მღვრიე ფიქრები.
ადამიანების
სიზმრები ესიზმრება ზღვას
– დილით წყალს რომ უყვებიან ადამიანები-
მდინარეებს უერთდებიან სიზმრები,
მდინარეებს მიყვებიან სიზმრები
და ზღვაში ჩაედინებიან.
-ზღვის სიმღერა-