დღეს Alte University • ალტე უნივერსიტეტი – ს კურსდამთავრებულებს სამოტივაციო სიტყვა ვუთხარი, რომელიც ალბათ ნაკლებად ჰგავდა იმას, რასაც ასეთ ლაპარაკს ვეძახით ხოლმე ზოგადად. ვუთხარი, რომ ღმერთის და იაკობის შერკინების შედეგი არის ის, რომ ყველა ადამიანი ,,კოჭლია” და ასეც უნდა იყოს. რომ უფალმა-ნათლიამ მართლა კლდეს კი არა, საკუთარ ადამიანობას მიაჯაჭვა ამირანი. ამიტომ ცხოვრება ისე უნდა გააგრძელონ, როგორც ადამიანებმა – მარცხებით, შეცდომებით, სისულელეებით, ბრძოლით, სიყვარულით, გაწვრთნილი შურით, დაოკებული ბოროტებით გამარჯვებებით და სხვანი. მთავარია ფერისცვალების ძალა იგრძნონ და ყოველი დღე სხვანაირად გაითენონ, გაითენონ სხვანაირებმა და საღამოს ისე შეცვლილები დაბრუნდნენ, რომ დამხვდურები ვეღარ ცნობდნენ, როგორც ზღაპრებში მოუსვლელი გზით წასულ გმირებს.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze