რეგიონებში ლიტერატურის და თავისუფალი დისკუსიების განვითარება უმნიშვნელოვანესი საქმე მგონია. ამიტომაც გადავწყვიტე და ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი “f 5” – ის ერთ-ერთი მოკრძალებული, ყოველწლიური სპონსორი ვიქნები და ჩემი ჰონორარის ნაწილს მოვახმარ. ფესტივალი 12-14 ივლისს გაიმართება. სამწუხაროდ მე ვერ დავესწრები, მაგრამ თქვენ აუცილებლად გირჩევთ.