წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება ლიმენაში

15.06.2024
დღეს ფოთში ჩავედით და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება და Limena • ლიმენა დამეგობრდნენ. იქ პატარა სამკითხველო მოვაწყვეთ. ამ ფატასტიკურ ქალაქში ელისო ჯანაშიას შესანიშნავი ინიციატივა – სოციალური საწარმოს კაფე – რამდენიმე თვეა, რაც გაიხსნა და ვფიქრობთ, არამხოლოდ სასურველი, აუცილებელი ადგილია ფოთელებისთვის და შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება ამ სივრცეს.
დღესვე შეკრებილ საზოგადოებას ლექცია გიორგი კეკელიძემ ლექცია წაუკითხა – ,,ყოფა და მეხსიერება – სიკვდილის გაუქმება”
ანტონიონი, ჰომეროსი, ელიასი, ნეტარი ავგუსტინე, პავლე მოციქული, პრუსტი, ნორშტეინი, სერვე, ვაჟა-ფშაველა, კრის უეჯი და ასეთი ამბები. მოკლედ, საინტერესო დღე გამოდგა.
🌐 2024 წლის იან­ვარ­ში Biblusi • ბიბლუსი – მა და გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze – მ ერ­თობ­ლი­ვად და­ა­ფუძ­ნეს “წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა”. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქარ­თუ­ლი ქალაქებისა და სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის წიგ­ნე­ბი­თა და კომ­პი­უ­ტე­რე­ბით მო­მა­რა­გე­ბას, ასევე სა­ზღვარ­გა­რეთ ქარ­თუ­ლი წიგ­ნის კუ­თხე­ე­ბის მო­წყო­ბას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.