გიორგი კეკელიძე ალიკანტეს ქართულ სათვისტომოს შეხვდა
02.06.2024
დღეს ალიკანტეს ქართულ სათვისტომოს შევხვდი და წიგნზე და მეხსიერებაზე ვისაუბრეთ. დავგეგმეთ მათთვის სპეციალური ქართული წიგნის კუთხის მოწყობა.
მადლობა ამ შესანიშნავ ადამიანებს სიყვარულისთვის და ძალისთვის, რომელიც გადამდებია.
მადლობა სათვისტომოს ბრწყინვალე ხელმძღვანელს, მანანა გოგოლაძეს.