გაივლის წლები და სიამაყით გავიხსენებთ, როგორ დავაჯილდოეთ #საუკუნისწიგნიერი ელზა ახვლედიანი, მარკესის გენიალური მთარგმნელი, რომელმაც ბოლოს გაგვიმხილა, რომ თურმე სწორედ დღეს, 90 წლის გახდა.
ერთხელ, ადრე, ვკითხე, რომელია მეთქი მარკესიდან თქვენი მთავარი ფრაზა და მან გაიხსენა ცნობილი სატელეფონო ლაპარაკი, როცა ხერინელდოს აირელიანო ურეკავს და ომის სასტიკ ამბებს უყვება და ბოლოს მანდ რა ხდებაო და ამან: ,,აურელიანო, მაკონდოში წვიმს”.
ეს არის დიდი ლიტერატურა. დიდი მარკესი. დიდი ელზა.
წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება