გურული გოგო, ნანა აროშიძე რაჭაში, სოფელ ღებში მეუღლესთან, ილო ლობჯანიძესთან ერთად დასახლდა და იქაურობას ახალი სიცოცხლე შესძინა. ერთი თვის წინ მომწერა ნანამ, წიგნები გვჭირდებაო და დღეს ღების, ჭიორას და გლოლას სკოლებისთვის ახალი გამოცემები ჩავიტანეთ.
დღეიდან, ნანას და ღებელ მოსწავლეებს ახალი პერსონალური კომპიუტერებიც ექნებათ.
და კიდევ: ნანა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება რაჭაში და გურული დღიურების ფონდის სტიპენდიანტი გახდა.
მადლობა მხარდაჭერისთვის მე-12 საჯარო სკოლას, სოფიო გაბრუშიძეს, გიორგი ნატროშვილს და ასევე ადამიანს, რომელმაც ნანას ყოველთვიური სტიპენდია დააფინანსა, მაგრამ უჩინრად დარჩენა ისურვა.
რაჭას ჩვენი მოძრაობის ელჩთან, თაკო კობახიძესთან ერთად ვესტუმრეთ.
მოძრაობის მხარდამჭერია Gulf Georgia
Biblusi • ბიბლუსი