ნინო დოფიძის სამკითხველო წრომის სკოლაში
05.02.2024
დიდი დღე: ჩემი მეგობრის და ხაშურის ლიტერატურული ცხოვრების ერთი ბურჯის – ნინო დოფიძის სამკითხველო გავხსენით წრომის სკოლაში – იმ სოფლის, სადაც ნინო დაკრძალეს. ასეთი უცნაური ანდერძი დატოვა ნინომ: ,,დიდხანს ვიფიქრე რა დავილაგო საფლავზე-მეთქი, ხოდა, ვაშლი და პიტნა გამოვრიცხე, წიგნები მომიქუჩეთ, მარა ყვავილებთან ერთად, ყვავილებს ვერ შეველევი… მერე ამ წიგნებს გადასცემთ გიორგის, გიორგი წაუღებს მთაში ბავშვებს და წაიკითხავენ ჩემი სულის გასახარად…მშვენიერი ანდერძია.”
დღესვე, შესანიშნავი ხაშურელი მასწავლებელი ჯაბა ლაბაძე ,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” წარმომადგენელი გახდა.
მადლობა პარტნიორობისთვის და შემოწირულობისთვის :