საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გეგმები
09.12.2023
დიდი ამბები, რომელიც 2024 წლის დასაწყისში გველის საკუთრივ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იმ საქმეთა პარალელურად, რომლებიც თქვენთვის უკვე ცნობილია:
პირველი კორპუსის სრულ რეაბილიტაციაზე და ლეგენდარული ორი სამკითხველო დარბაზიდან ერთის განახლებაზე მუშაობის დაწყება.
ქართული დამწერლობის მუზეუმი.
წიგნის რესტავრაცია-კონსერავიციის თანამედროვე ლაბორატორია.
ახალი, მოდერნიზებული წიგნთსაცავი.
დიმიტრი არაყიშვილის კაბინეტი.
აფხაზი თავადების – ჩხოტუების მემორიალური კაბინეტი.
გიორგი ანწუხელიძის სივრცე დამოუკიდებლობის დარბაზში – გმირის ხელნაწერებით დამშვენებული და მისი ციფრული
#ფოტომატიანე .
ეს პროექტები, დიდწილად, სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობით განხორციელდება. მე კი, აქაურობისგან მცირე შესვენებას ვაპირებ – რუტინულ საქმეთა სასარგებლოდ და გრანდიოზული ამბით დავბრუნდები.
გიორგი კეკელიძე