ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბლუტაბლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

08.11.2023

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია BlueTabla • ბლუტაბლა – ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზის მხარდამჭერი გახდა.

გარდა შესაბამისი აქსესუარებით დარბაზის მოწყობისა, თანამშრომლობის შედეგად, ყოველთვიურად, მოწვეულ გამომსვლელთან ერთად, სტუდენტებისთვის და არამხოლოდ, გაიმართება ლექცია-სემინარი – #დამოუკიდებლობისსაათი

სიმბოლურია, რომ შეთანხმებას ხელი აფხაზეთის სუფრაზე მოვაწერეთ.

სიმბოლურია ისიც, რომ ეს ამბავი ილიას დღეს მოხდა – ახალი ქართული დამოუკიდებლობის იდენტობის უპირველესი არქიტექტორის.

 ბლუტაბლა ქმნის სახლისა და პირად აქსესუარებს, რომელთა დიზაინი შთაგონებულია ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით. მუზეუმის არქივებში, ბიბლიოთეკის მტვრიან თაროებზე თუ სოფლებში აღმოჩენილ ძველ არტეფაქტებსა და მივიწყებულ ტრადიციებს გარდაქმნის თანამედროვეობის ნაწილად

გიორგი კეკელიძე და ბლუტაბლას მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ სოსელია