ამქვეყნად უკვდავების საუკეთესო ფორმა ეს მგონია:
დღეს ჩოხატაურში, სოფელ საჭამაიასერის სკოლაში ანი ზაალიშვილის სახელობის ბიბლიოთეკა გავხსენით. ანი ზაალიშვილი სულ რაღაც 29 წლის იყო, ვერაგ ვირუსს რომ ემსხვერპლა – ფანტასტიკური მეცნიერი ევოლუციურ ბიოლოგიაში, ქცევის ბიოლოგიის მკვლევარი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ანის სულ სურდა ბავშვებისთვის მეცნიერების სიყვარული გაეღვევინება, დღეიდან მის ამ სურვილს ეს თანამედროვე ბიბლიოთეკა განახორციელებს გურიის ერთ სოფელში – საჭამიასერიდან ხომ ანის წინაპრები იყვნენ.
ზურაბ გურიელიძემ, ანის ბიძამ, შესანიშნავმა ადამიანმა, რომელსაც თბილისის ზოოპარკი აბარია და ოჯახმა, ჩვენი მოკრძალებული მონაწილეობის თანხლებით უახლესი ლიტერატურა, სახელმძღვანელოები, შემეცნებითი სათამაშოები, სხვადასხვა სისტემის მოდელი, National Geographic-ის მიკროსკოპი და ატლასები ჩავიტანეთ.
ოჯახის თანადგომით #გურულიდღიურებისფონდი ყოველწლიურად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბიოლოგიაში საუკეთესო მოსწავლეს ანის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia
ეკვილიბრიუმი • Equilibrium
Gulf Georgia