მორიგი ისტორიული შეთანხმება:
კომპანია #სარაჯიშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმის მხარდამჭერი გახდა.
მალე საქართველოში, ამერიკიდან და ევროპიდან, უდიდესი არქივები ჩამოვა, რომელიც უნიკალურ ხელნაწერებს, წიგნებს, ჟურნალ–გაზეთებს იგულისხმებს.
ემიგრაციის მიმართულებით მუშაობა რვა წლის წინ დავიწყე, მაშინ გავხსენით ემიგრაციის დარბაზი –რამდენიმე ოთახიანი კომპლექსი, რომელიც სწორედ კომპანია #სარაჯიშვილი – ს დახმარებით აღდგა. მოგვიანებით, ეს დარბაზი ემიგრაციის მუზეუმს შეერწყა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსუდან შარაძის გადაწყვეტილებით გადმოვიდა.
ქართული ემიგრაციის მუზეუმის დამფუძნებელი გურამ შარაძეა –
დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ემიგრაციის მუზეუმი, სწორედ გურამ შარაძის სახელობის ყოფილიყო.