,,ნიკო კვარაცხელიას სახელობის გემი-ბიბლიოთეკა”
მრავალმხრივი მოლაპარაკება დასრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Zugdidi Municipality – ის თანხმობა მივიღეთ;
ეს იქნება სოფელ განმუხურში მდგარი გემი-ბიბლიოთეკა, სადაც სპეციალური სამკითხველოები მოეწყობა და არის განზრახვა, რომ გემბანზე სამომავლოდ საზაფხულო ლიტერატურული კაფეც გაჩნდეს. გარდა ნიკო კვარაცხელიას სახელისა, რომელიც ნაადრევად გამოვასალმეთ სიცოცხლეს და რომლის სახელიც განათლებულ მომავალთან კავშირს გულისხმობს, ეს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის ერთგვარი შეხსენება იქნება იმისა, რომ ერთმანეთთან მიმავალი გზა სწორედ ცოდნისაა.
პროექტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი განვახორციელებთ და მთავარი მხარდამჭერი ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ∙ Nico Kvaratskhelia Fund იქნება.
#მესიაკონი