SEED Georgia-სა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

19.05.2023

როგორც გითხარით, ურთულესი და ხანგრძლივი გამოცდილების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ მენტალური ჯანმრთელობის სფერო იყოს ჩემი დამატებითი აქტივობის ნაწილი. ამ თვეების მანძილზე, ტელევიზიებით ხმამაღალმა საუბარმა, ბევრს დააძლევინა უსაფუძვლო ტაბუ და ამას მათი წერილებით და შესაბამის დაწესებულებებში მიმართვების გახშირებით ვზომავ.

დღეს ახალი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით – ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა დიმიტრი უზნაძის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის კაბინეტი – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia – სა და SEED Georgia – ს შორის გაფრომებული მემორანდუმის შედეგად სივრცე მოეწყობა შესაბამისი წიგნებით და ვიდეოთეკით, ასევე პოდკასტ-სტუდიით, ჩატარდება თემატური ლექციები და მომზადდება ვიდეო–სემინარები.