უმნიშვნელოვანესი შენაძენი საქართველოსთვის და ეროვნული ბიბლიოთეკისთვის – ქაქუცა ჩოლოყაშვილის უცნობი ფოტო აღმოვაჩინეთ.(მარჯვნიდან მეორე, ალექსანდრე ამილახვრის საზოგადოებაში), გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ოთხი სურათი საქართველოს ეროვნული გმირის მონაწილეობით. ეს ყველაფერი ჩვენს ციფრულ ლაბორატორიაში, ძველი ნეგატივებიდან გავამჟღავნეთ. საკუთრივ ნეგატივები, პარიზიდან ალექსანდრეს შვილის-დანას არქივთან ერთად ჩამოიტანეს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა – ლევან თაქთაქიშვილმა და ბექა ღაჟონიამ – სპეციალური შეთანხმების შედეგად.