ეროვნული ბიბლიოთეკის უნიკალური კოლექციები

25.03.2023
სერიიდან რას ვაკეთებთ:
ეს არის რვაწლიანი შრომის, კერძო ბიზნესების და სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი.
ეროვნული ბიბლიოთეკა. წიგნის მუზეუმი და იშვიათ გამოცემათა განახლებული ლეგენდარული საცავი. ვახტანგის სტამბის გამოცემები, ილია ჭავჭავაძის კოლექცია, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექცია და სხვა ათასობით რესტავრირებული უნიკალური გამოცემა. ულტრათანემდროვე კლიმატკონტროლი შესაბამისი ტენიანობის დაცვის მექანიზმით. ბოლო წლებში შეძენილი კერძო კოლექციებით – მათ შორის შარდენის, კასტელის და ლამბერტის წიგნებით. ყოველდღიურად უამრავი დამთვალიერებლით და ინგლისურენოვანი აუდიო-გიდით.
თბილისი. ლადო გუდიაშვილის # 5