ლექცია მენტალურ ჯანმრთელობაზე

08.03.2023

გუშინ, გაუგებარი ტროლ-ბოტების მიერ ჩემი დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების მედგარი წამოძახების პარალელურად, სწორედ დეპრესიაზე და შფოთვით აშლილობაზე სასაუბროდ შევხვდი ხალხს. ალბათ ამის დროც არ იყო, მაგრამ პირობა მიცემული მქონდა და ვერ გავაუქმებდი, მით უფრო საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით. ვისაუბრეთ ნევროზების გენეზისზე, მითებზე, შიშებზე, ფროიდზე, იუნგზე, ადლერზე, ფრანკლიზე, ჰარეზე, პინკერზე, ფსიქიატრიის სტიგმატიზაციაზე ტოტალიტარულ ეპოქაში, მენტალურ ჯანმრთელობაზე და ბრძოლაზე, ბოლოს ყველა შევთანხმდით, რომ ევროპული ქვეყანა გვინდა და იმედიანად დავიშალეთ.