,,ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი” – რომაული გამოცემა

27.02.2023

ესეც, ასე – კონტრაქტი გაფორმებულია.
წიგნს ხვიჩა კვარაცხელიაზე, სახელად – ,,ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი” რომაული გამომცემლობა Aletti Editore გამოსცემს. ის რომ გამომცემლობა დედაქალაქის არის და არა მაინცდამაინც ნეაპოლის, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ამბავია. საქართველოში გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing დასტამბავს. ავტორი, მოგეხსენებათ, მე ვიქნები. წინასიტყვაობა – აკა მორჩილაძე. რედაქტორი – ზვიად კვარაცხელია. იტალიური თარგმანი – ინგა სიხარულიძე, კესა კაკალია. პროექტის პროდიუსერი – ბერიკა შუკაკიძე. კონსულტანტი, ხვიჩას მამა – ბადრი კვარაცხელია. ინტერნეტ პარტნიორი Geo Team