გასული წლისა და სამომავლო გეგმების შესახებ ეროვნულ ბიბლიოთეკაში
17.02.2023
დღეს საქართველოს პარლამენტში ეროვნული ბიბლიოთეკის 2022 წლის მიღწევებზე და 2023 წლის გეგმებზე ვისაუბრე: შენობების რეაბილიტაცია, ელექტრონული ფონდები, უნიკალური შენაძენები, რესტავრირებული წიგნები, განახლებული საცავები, სოფლის ბიბლიოთეკები, წიგნის, პრესის, ემიგრაციის, დამწერლობის მუზეუმები, ქართული ცენტრები საზღვარგარეთ – ეს ჩვენ ვართ.