ფშავი,სოფელი ხომი

13.01.2022

მთის ამბებისა და ჩვენი საგანათლებლო მოძრაობის წინასაკალანდო გასვლები ტრადიციის ფორმას იღებს. ამჯერად ფშავში, მთის წვერზე შეფენილ სოფელ ხომში, ცელოფან შემოკრულ ქოხში მცხოვრებ ჭიკაიძეების ოჯახს ვესტუმრეთ, ბავშვებს ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ და ტკბილეულითაც გავახარეთ. მაგრამ მთავარი საქმე წინ არის – გროვდება თანხა ოჯახისთვის პატარა სახლის ასაშენებლად და იმედი გვაქვს, მომავალ წელს მათ ახალი საცხოვრისი ექნებათ.

#მთისამბები
#ეკვილიბრიუმი