შემომხედე!
,,გამარჯობა თქვენი, ვერ მისწორებთ ხომ თვალებს?’’
ხვალე სპექტაკლი მაქვს და ვემზადები. აგერ, ბალკონზე მივაყუდებ სარკეს, ჩავხედავ და ვამბობ – ,,შემომხედე!’’. მე, კოწია ფოსტალიონი ვარ. ვინმემ რომ მომაყუროს, გიჟი ვეგონები, მარა ვინ მომაყურებს – მარტო დგას აი სახლი და რომც მომაყუროს – ქი მიცნობს. მსახიობი კაცი ხომ იცით რა კაცია? მაგას სიგიჟის არ ეშინია. ცოტა გიჟი თუ არ იქნები, გადარეულს რაფერ ითამაშებ? ცოტა ჭკვიანიც უნდა იყო. მაი უფრო ძნელია, მაგრამ სხვანაირად არც მაი გამოვა. სიკვდილი რომ სიკვდილია, სიკვდილიც უბრალოა მსახიობი კაცისთვის – სცენაზე სიკვდილი უკვე იცი და რაც იცი და გამოგიცდია, იმის მერე რაღაის გეშინია.
ამიზა – სცენა არის შიშის ჩამორეცხვა. ასე შენს მაგივრად და მის მაგივრადაც.
ხოდა, კიდო: ასობით როლი მისწავლია და ახლა მთავარს ვსწავლობ – ბედნიერებას. მარა, აი, სხვანაირი სასწავლია. ზეპირობა არ შველის.
ძაღლს რომ დეინახავ და მორიდებულად გაგიღიმებს, რამხელა ბედნიერი ხარ თუ იცი? მე მგონია, რომ სანამ ოთხმოცდაათს არ გადასცდები, მანამდე თლად კარგად ვერ ხვდები და რომ გადაცდები, მერეც უნდა ისწავლო და შეამჩნიო. ძაღლის ღიმილის შემჩნევას რომ მოახერხებ, მიხვდები, რომ სიბერე აფერი არაა, არც ახალგაზრდობა არაა აფერი – ერთი უანშლაგო სპექტაკლია, რომელსაც ტაში შენ თვითონ თუ არ დაუკარი ანუ შენი თავი არ გააბედნიერე, სხვანაირად არ გამოვა. ტაშის დასაკრავად, კიდო, ძაღლის ღიმილიც უნდა გეყოს.
გაბრიელ მდინარაძე. მსახიობი. ფამფალეთი.
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
ტექსტი: გიორგი კეკელიძე
#დიდიადამიანები