პიპილეთში ლელა კოტორაშვილმა მიგვიწვია, საქართველოს ერთ-ერთმა საუკეთესო მასწავლებელმა და ეს პატარები დაგვახვედრა – მარიამ და თემუკა გოგლიძეები. მარიამი კლასში ერთადერთი მოსწავლეა, თემუკა კი ახლა ემზადება. ჩვენ წიგნები ჩავუტანეთ და სამომავლოდ, კიდევ მეტს ჩავუტანთ. ამჯერად რაჭის საბიბლიოთეკო ტური დასრულდა და ტყიბულისკენ გავემართებით.