ეკვილიბრიუმი ბოდბეში

18.12.2020

ამასწინათ, ჩემმა ნუკრიანელმა მეგობრებმა მომწერეს ქვემო ბოდბელი მღვდლის, მირიან ხოხონიშვილის შესახებ. მირიან ხოხონიშვილს ათი შვილი ჰყავს. გარდა სასულიერო მოღვაწეობისა, შესანიშნავი მეურნე და საოცარ მაწონსაც აკეთებს. პანდემიისას, დისტანციურმა სწავლებამ ცოტა ყოფა გაურთულა. ჰოდა, დღეს ვესტუმრეთ, კომპიუტერები, წიგნის მაღაზიის ვაუჩერები ბიბლიოთეკისთვის და 18 თვიანი უფასო ინტერნეტი – ეს იყო ჩვენი მოკრძალებული საჩუქარი. გარდა ,,შენმოქმედის” თანადგომისა, პატარა ელენე ქათამიძის გაგზავნილი კომპიუტერიც უნდა აღავნიშნო, საოცარი წერილით, რომელსაც ამ ალბომში ნახავთ.

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
#ეკვილიბრიუმი
#შენმოქმედი #სკაიტელი