1300 ბიბლიოთეკა და სკვერის წიგნის სახლი დუშეთში

12.12.2020

დღეს მნიშვნელოვანი საქმეების პარასკევი გამოდგა, თანაც სიმბოლურის.
11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა. ჩვენ დუშეთში ავედით და ეს ლამაზი სკვერის ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. უკვე ორმოცდამეათე საქართველოში. დუშეთიდან სოფელ ჟინვალში გავემართეთ და 300 წიგნი ჩავიტანეთ. აქ შეგვიძლია დიდი სიამაყოთ ვთქვათ რიცხვი – 1300 – რვა წლის მანძილზე სწორედ ამდენ სოფელს ეწვია ჩვენი მოძრაობა.
და კიდევ ერთი სიმბოლური თარიღი. ორი წელია რაც ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩვენი მოძრაობა #ეკვილიბრიუმი და კომპანია #გალფი დამეგობრდნენ. ეს მეგობრობა სოციალური პასუხიმგებლობის საოცარი მაგალითია – გარდა იმისა, რომ წიგნების ტრანსპორტირებაში გვეხმარება, ათი სკოლის პირველკლასელები სასკოლო ინვენტარით სწორედ მათი დახმარებით ავღჭურვეთ.
წინ დიდი გეგმებია, რომელიც, ცხადია, რომ წიგნსა და განათლებას უკავშირდება.

#ეროვნულიბიბლიოთეკა #სკვერისბიბლიოთეკა
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze