ეს არის ახლა ჩემი მთავარი ვნება და საქმეც: განათლების გავრცელება. ვივლით ყველგან, მთაში და ბარში, უშორეს სოფლებში, სკოლებში, სადაც ორი მოსწავლე ჰყავთ. ვივლით მტკიცედ. აი, აქ, ამავე გვერდზე ათასზე მეტი სოფლის მოვლის ამბავი იყო – შემოვიდნენ ჩვენი დიდი ხნის ,,ნაცნობები” და გაანადგურეს. ამბები გაანდგურეს, ბიბლიოთეკები ვერა. ჰოდა, ისევ ვიწყებთ ამბების თხრობას. ამჯერად ჯავახეთი. ახალქალაქის ორ სკოლაში და ექვს სოფელში, ბოლო ხუთ დღეში ქართული ბიბლიოთეკები მოვაწყვეთ – აბული, თახჩი, ბუზავეთი, აზმანა, აფნია, გოგაშენი.
#ეროვნულიბიბლოიოთეკა #ეკვილიბრიუმი #GIPA #ლაგი #ევროკავშირი
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი