ეკვილიბრიუმი იმერეთში

18.12.2019

ლუკას შემდეგ, იოლი ვერ არის დაგეგმილ საქმეს შუერთდე, მაგრამ ამ პატარებს დიდი ხანია დავპირდი და სიტყვას ვერ გავტეხდი. მეტიც – ცოტა ფეხათრევით წასული, პირველივე ბავშვის დანახვისთანავე მივხვდი, რომ ახლა სწორედ ბრძოლის დროა – მათთვის, ამ ცოცხალი ანგელოზებისთვის. და თუ საჭიროა, ღიმილიც უნდა გამოიგონო და დაანახო – ისინი არიან სამყაროს ცენტრები. მოკლედ, დღეს იმერეთის ჯერი იყო – პირველად ზესტაფონში, საბავშვო ბაღ ,,ნეკას” ვესტუმრე, თომას ზღაპრების ციცქნა გულშემტკივრებს, მერე ქუთაისში, პატარა ბარბარეს, რომელიც წიგნებზე ოცნებობდა, სახლში პატარა საბავშვო ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ და ბოლოს ქუთაისის ოცდამეოთხე სკოლის შესანიშნავ მეორეკლასელებს შევხვდი.
მადლობა ყველას – მასწავლებლებს, მშობლებს და ბავშვებს ამ გადაჭარბებული ნდობისთვის და სიყვარულისთვის.
p.s.
ზეგ – გაკვეთილები ბათუმში, მაზეგ – ოზურგეთში.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
#ეკვილიბრიუმი #თომასზღაპრები @ Imereti