ესეც მეათასე სოფელი!
ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი და ცოტა ჯადოსნური დღე. ამასწინ on.ge-ზე ერთ რეპორტაჟს გადავწყდი გოგონაზე, რომელიც სკოლაში ერთადერთი მოსწავლეა. რაჭაში. ნამანევში. ნინო მეორე სოფლიდან, თხმორიდან, კილომეტრებს გაივლის ტყეში და გაკვეთილებს ესწრება. არც ყალბია აქ ეს ეპიტეთი და არც პათეტიკური; მოსწავლეც და მასწავლებლებიც ნამდვილი გმირები არიან და საქართველო კი, აი, აქ არის. აქ არის, მაგრამ გადასარჩენი და მოსავლელი. გადავწყვიტე ჩვენი მოძრაობის მეათასე სამიზნე თხმორი ყოფილიყო, ნინოს სახლი – დღეს მას საუკეთესო ბიბლიოთეკა აქვს უახლესი გამოცემებით (ჯეპეტოს სახლი, სულაკაურის გამოცმელობა, პალიტრა L და ინტელექტი დაგვეხმარა) და ასევე პლანშეტი – ჩვენი მოძრაობის მთავარი მხარდამჭერი #გალფი – სგან. ჩამოსული ბავშვების გარემოცვაში მყოფი ნინო ამაყი და ბედნიერი იყო, ცრემლს მალავდა და იღიმოდა. ჩვენც ვიღიმოდით და ცრემლს ვმალავდით. რადგან უკეთესი მომავლისთვის უნდა გაიღიმო, იბრძოლო, იშრომო და გაიღიმო. უკან ათასი მოვლილი სოფელია, ათიათასობით ადამიანით და ისტორიით. განათლება უპირველეს ყოვლისა!
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #ეროვნულიბიბლიოთეკა #ეკვილიბრიუმი