წიგნები სოფლის ბიბლიოთეკებს

13.06.2019

ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი:
13-14 ივნისს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით უკვე მეხუთედ განხორციელდება ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს 65 ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად გადაეცემა 450 ლარიანი ვაუჩერი
ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
#ეროვნულიბიბლიოთეკა #ბიბლიოთეკები #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze