ფრანკფურტის წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში

27.05.2019

დღეს ეროვნული ბიბლიოთეკა უმნიშვნელოვანესი ფონდით გამდიდრდა, წიგნის ცენტრმა ბოლო პერიოდის უმთავრესი კულტურული ფორუმის, ფრანკფურტის ფესტივალის ფარგლებში გამოფენილი 750 უცხოურ ენაზე გამოცემული ქართული წიგნი გადმოგვცა. მალე ფრანკფურტის პავილიონის მცირე მაკეტი მოეწყობა და ამ გამოცემებთან ერთად მუდმივმოქმედ გამოფენას შემოგთავაზებთ. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩის მოადგილე მიხაელ ფაბრი და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე #ფრანკფურტისბაზრობა #ეროვნულიბიბლიოთეკა #წიგნისცენტრი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze