ეკვილიბრიუმი კურსებსა და პერევში

08.12.2018

#გიორგიკეკელიძე : ჩვენი ქართული მოგზაურობები გრძელდება. დღეს ჯერ ტყიბულში. სოფელ კურსების სკოლაში პატარა ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ, მერე საჩხერეში, ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფელ პერევში სკვერის ბიბლიოთეკა გავხენით – წიგნები შეგროვდა დროის ბანკის სისტემის გამოყენებით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (პროგრამა ,,საქართველოს მოხალისე” და ევროკავშირის პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”)
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #ეკვილიბრიუმი #ეროვნულიბიბლიოთეკა