#გიორგიკეკელიძე : ეს დღეებია, მე და რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გურიაში ფილმისთვის მასალას ვაგროვებთ. ეს დღეები კი არა, ჩემი საბიბლიოთეკო შვებულება სასექტემბროდაც ამ საქმეს მოხმარდება აგვისტოს ბოლოს გამოკლებით. თხილის ჩასაბერებელი პუნქტებიდან დაწყებული მაღალმთიანი სოფლების ამბულატორიებით დასრულები არაერთი ადამიანი აღმოვაჩინეთ, საკუთარი ღრმა და დარდიანი სამყაროთი, ჯიუტი იუმორი რომ ნიღბავს თუ კურნავს. დიდი სიღარიბე და ცოტა გაუგებარი იმედიც – ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა. ამ ადამიანებზე დაკვირვება, მათი ფიქრის გაზიარებაა ჩემი სამომავლო და უმთავრესი საქმე. და კიდევ, უზამრამაზრი მადლობა მათ ასეთი დიდი სიყვარულისთვის #giorgikekelidze #გურულიდღიურები #გურია