აგვისტოს კედელი

11.08.2018

#გიორგიკეკელიძე : დღეს აგვისტოს კედელი გავხსენით. ტკივილისა და შეხსენების კედელი. ასეთი დღეები ყველას უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედებულისა და მიხარია, რომ კედელთან დღეს დანარჩენ საკითხებში განსხვავებული ადამიანები მოვიდნენ “საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის” ვახტანგ VI-ის სახელობის VI კორპუსში აგვისტოს ომის სახელობის მემორიალური კედელი გაიხსნა. 🔹”აგვისტოს 10″ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და “საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის” ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც, ბიბლიოთეკის ფასადური კედელი აგვისტოს თემატიკის არტ ნამუშევრით მოიხატა და მას “აგვისტოს კედელი” დაერქმევა. 🔹კედლის სტენსილი რუსეთ – საქართველოს ომის თემატიკით არის დატვირთული და არტისტის მიერ დანახულ ომის ამასახველ სიმბოლოებს ატარებს. ნახატის იდეაზეც და შესრულებაზეც არტისტმა გიორგი გაგოშიძემ (გაგოშა) იმუშავა. #giorgikekelidze #ეროვნულიბიბლიოთეკა #აგვისტო