23 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი „საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა. ესეების კონკურსი „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი” რეგიონალურ ბიბლიოთეკებში 26 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართა. იგი საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანიის “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი” ფარგლებში ჩატარდა. #ეროვნულიბიბლიოთეკა #საბიბლიოთეკოასოციაცია #გიორგიკეკელიძე[:]