საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის ფოიეში გაიხსნა გამოფენა – „სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები”. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ექსპოზიცია საზოგადოებას გაახსენებს სახელოვან წინაპრებს, პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ მოღვაწეებს და ბოლშევიკი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ იუნკრებს, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში გადარჩნენ და ემიგრაციაში დაასრულეს სიცოცხლე. #ეროვნულიბიბლიოთეკა #გიორგიკეკელიძე