#გიორგიკეკელიძე : ისევ მადლობა ყველა თქვენგანს – პატარა და დიდ მკითხველებს – იმ ჭარბი სიყვარულისთვის, ყველგან რომ მახვედრებთ. დღეს სამი საოცარი ადგილი მოვინახულე. ჯერ ლიტერატურული კლუბი ,,წიგნების თაობა” და #თომასზღაპრები –ს მკითხველებთან შეხვედრა, მათ მიერ დახატული პერსონაჟები რომ დამახვედრეს. მერე ძალიან ჭკვიან მოსწავლეებთან და მასწავლებელთან შეხვედრა ოცდამეათე საჯარო სკოლაში და ბოლოს სრული მოულოდნელობა – სკოლა ,,ღონე ქვეყნისა” – საოცარი ინფრასტრუქტურა (აღდგენილ სასახლში თანამედროვე ტექნოლოგიები) და განსაკუთრებული მიდგომები