ქალთა საერთო რეჟიმის კოლონიაში

07.02.2018

#გიორგიკეკელიძე : დღეს ბიბლუსის ორგანიზებით ქალთა საერთო რეჟიმის კოლონია ვეწვიეთ და ქალთა დღე წინასწარ მივულოცეთ. ზოგადად, ამ ტიპის დღესასწაულების დიდი აღმნიშვნელი არ ვარ, თუმცა არც თავგადაკლული მოწინააღმდეგე – მგონია, რომ სასარგებლო საქმეებისთვის გამოყენება შეიძლება, თუნდაც ისეთისთვის, დღეს რომ იყო. ძალიან ბევრი წიგნი ჩავიტანეთ, მათ შორის ჩემი #გურულიდღიურები და #წერილებიღმერთსდამამაჩემს. ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, თავისუფლებაზე და იმედებზე. მალე იქ ჩემი ახალი წიგნის წარდგენასაც გავმართავ Biblusi • ბიბლუსი