ბიბლიოთეკა დამწვრობის ცენტრში და შუშის ვეფხისტყაოსანი

26.01.2018

#გიორგიკეკელიძე : დღეს ორი დიდი ამბავი მოხდა: ჯერ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსტიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში მწოლიარე პაციენტებს, ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის თანადგომით პატარა ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ და მერე გერმანიაში მოღვაწე ხელოვანმა, ეთო თედიაშვილმა, რომელიც ჩვენმა მეგობრმა, გოგა ჩანადირმა გაგვაცნო, მსოფლიოში უშვიათესი ფორმის, შუშის ფურცლოვანი წიგნი შექმნა სპეციალურად წიგნის მუზეუმისთვის და ახლა გადმოგვცა #ეროვნულიბიბლიოთეკა #ეკვილიბრიუმი #წიგნისმუზეუმი