გურული დღიურების მორიგი სტიპენდიატი

12.09.2017

#გიორგიკეკელიძე : დღეს გურული დღიურების ფონდის მორიგი – მეათე და ყველაზე პატარა სტიპენდიატი დავაჯილდოეთ. კატო არჩვაძე – ძალიან მაგარი მხატვარი, შესანიშნავი მოსწავლე და არ დაიჯერებთ და მოფარიკავეც კი – ერთი წლის განმავლობაში თვეში ას ლარს მიიღებს. კატო ეროვნული ბიბლიოთეკის საამაყო თანამშრომლის – ლელა აბაშიძის შვილია. მათ ახლა პატარა, ძალიან პატარა პრობლემა აქვთ, რომელსაც ერთად მალე მოვაგვარებთ. წარმატებები Kato Ekaterine Archvadze #მომავლისთვის