სტუმრად ხეთაში, იგორ ქირიასთან

08.07.2017

#გიორგიკეკელიძე: #ეკვილიბრიუმი საზღვრებს აფართოებს. დღეს სამეგრელოში, ხობში, სოფელ ხეთაში ვიყავით იგორ ქირიასთან, რომელმაც ჯადოსნური სამყარო გაგვაცნო – უამრავი გამოგონება, რომელსაც მახლობელი სოფლები აქტიურად იყნებენ. ჩვენ მას პატარა ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ზეგ უკვე გორიდან მოგესალმებით:)