სენსორული ბაღი

05.04.2017

ეს არის პროექტი, რომელზეც ჩემ მეგობარ Diana Anthimiadou-თან ერთად ვმუშაობთ, სხვადასხვა ბიზნესს ვესაუბრები და დარწმუნებული ვარ მეხუთე

კორპუსის ულამაზეს ეზოსს მალე ასე გარდავქმნით: სენსორული ბაღი არის სივრცე, სადაც ბავშვები სამყაროს სხვადასხვაგვარად შეიმეცნებენ და აღმოაჩენენ, სხვადასხვაგვარი ზედაპირი, ხმები, სურნელი, ფერები, მცენარეები, მასალები სპეციალურადაა შერჩეული იმისთვის, რომ ბავშვები გაერთონ და ისწავლონ. სენსორული ბაღი ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას. ასეთი ბაღები განსაკუთრებით სასარგებლოა სენსორული პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, აუტისტური სპექტრის აშლილობის სხვადასხვა ფორმის თუ სხვა დარღვევების დროს ასეთი ბაღები თერაპიულ ფუნქციას ითავსებენ. #ეროვნულიბიბლიოთეკა #ეკვილიბრიუმი